ჩვენს შესახებ

ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ნერგზე, რათა გაიზარდოს ლამაზი, ჯანსაღი და დაამშვენოს ნებისმიერი ინტერიერი.

მოგესალმებით, ჩვენი ინტერნეტ მაღაზია უკვე 1 წელზე მეტია ახარებს და ამარაგებს ყვავილების მოყვარულებს თბილისში და მთელს საქართველოში. ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ შესყიდვის პროცესით არ შემოიფარგლება, ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი მომხმარებლებთან, ვეხმარებით კონსულტაციებით ნერგების მოვლასა და გალამაზებაში. კონსულტაციებისთვის დაგვიკავშირდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. www.facebook.com/adenium.ge




ჩვენი უპირატესობები

მარტივად აღსაქმელი გარემო

საიტის დიზაინი მინიმალისტურია და ამარტივებს შესყიდვის პროცესს. შეგიძლიათ ძებნაში ჩაწეროთ სასურველი პროდუქტი, ან მოძებნოთ ის შესაბამის კატეგორიაში. მარტივად გაიაროთ რეგისტრაცია, ღილაკის ერთი დაჭერით მოათავსოთ სასურველი პროდუქტი კალათაში და გააკეთოთ შეკვეთა.

მიწოდება ყველა რეგიონში

ჩვენ ვაგზავნით ჩვენს პროდუქციას ყველგან, საქართველოს მასშტაბით. არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობთ, თქვენი შეკვეთა გამოიგზავნება შესაბამის დროს და კურიერი მოიტანს პირდაპირ თქვენს კართან, ან ნებისიმერ ადგილზე, სადაც იმყოფებით. ამანათები შეფუთულია დიდი სიფრთხილით, ასე რომ თქვენი შეკვეთა იქნება ისეთი, როგორსაც ელით.

უმაღლესი ხარისხის პროდუქცია

ჩვენ ვპირდებით მომხმარებელს, რომ ჩვენთან შეძენილი პროდუქტი უმაღლესი ხარისხის არის. ჩვენ გთავაზობთ ექსკლუზიურ პროდუქტებს, რომელთა შეძენა მხოლოდ ჩვენთან არის შესაძლებელი. აქ შეძენილ ყველა მცენარეს ან თესლს მოყვება მოვლის ინსტრუქცია ქართულ ენაზე.